სს„ენერგო-პროჯორჯიას“დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალი აცხადებს ვაკანსიას, სტაჟირების გავლის მიზნით,ხარაგაულის მომსახურეობის ცენტრის ტექნიკოს-ელექტრიკოსის თანამდებობაზე.
კანდიდატის მოვალეობებში შედის: უშუალო ხელმძღვანელის, კოორდინატორი სდავალებით, შეასრულოს ტექნიკოს-ელექტრიკოსის, ელექტრიკოსის ფუნქციები ზედამხედველობის ქვეშ.
კანდიდატის ვალდებულებებში შედის: გაეცნოს და იხელმძღვანელოს კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციებით და სამართლებრივი აქტებით; დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მათთვის მიცემული ყველა დავალება; ყოველდღიურად საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.
სტაჟირების კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
სრული საშუალო განათლების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეოთხე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე (სასურველია ტექნიკური განათლება);
პირებს,რომლესაც სურთ სტაჟიორად იქნან აყვანილი სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხარაგაულის მომსახურების ცენტრში და აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს შეუძლიათ, 2014 წლის 25 აპრილის 18სთ-მდე გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და შევსებული განაცხადი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancyWC@energo-pro.ge; tamar.khujadze@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები მისამართებზე: ხარაგაული, სოლომონმეფის №9 ან ქუთაისი, ნიკეასმე-3 ჩ №4.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სამუშაო ადგილი და იმთანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა. მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
სს„ენერგო-პროჯორჯიას“დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალი
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა