

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი პარტნიორ უნივერსიტეტებში ახალგაზრდა ამომრჩეველებისთვის იწყებს საინფორმაციო სასწავლო პროგრამის – „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ – განხორციელებას.
აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის ორსაათიანი სემინარების ჩატარებას. ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას არჩევნების არსსა და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებზე, არჩევნებში ჩართულ მხარეებსა და მათ როლზე საარჩევნო პროცესში, აქტიურ მოქალაქეობასა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
პროექტი 2019 წლის 2 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით ეტაპობრივად განხორციელდება სწავლების ცენტრის პარტნიორ უნივერსიტეტებში.
პროექტი „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ხორციელდება 2013 წლიდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა