

„შარშან, იმის გამო, რომ სოფელ ნადაბურში ხიდის მშენებლობის პროექტი ხარვეზიანი აღმოჩნდა, არ ახლდა გეოლოგიური დასაბუთება და ექსპერტიზა, მუნიციპალური განვითარების ფონდთან (მგფ) ხიდის მშენებლობაზე მიღწეული შეთანხმება ჩაიშალა,“ – ამბობს პარლამენტის ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე. მისი ინფორმაციით, ამჟამად შედგენილია ხიდის ახალი პროექტი, ხარჯთაღრიცხვა და ჩატარებულია პროექტის ექსპერტიზა. პროექტი იმ კონდიციამდეა მისული, რომ უკვე შესაძლებელია დაფინანსება.
„სწორი აღმოჩნდა მგფ, რომ შარშანდელი პროექტი არ მიიღო, რადგან ხიდის მშენელობის თავდაპირველი ადგილის გეოლოგიური დაძიების შედეგად, ხიდის აგება სხვა ადგილზე გადაწყდა და ასაგები ხიდის სიგრძეც შემცირდა, – ამბობს ნოდარ ებანოიძე, – ეს ხიდი ნადაბურს მის ერთ-ერთ მოწყვეტილ უბანთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებთან დააკავშირებს.“
პარლამენტარის ინფორმაციით, ამჟამად დაფინანსების წყაროს მოძიება მიმდინარეობს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ წელს ამ ხიდის მშენებლობა მოგვარდება.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა