

კონკურს-ფესტივალში „მომავლის ვარსკვლავები – 2019“ მიღწეული წარმატებისთვის ხარაგაულელი თამარ ლურსმანაშვილი ლაურეატის წოდებითა და იტალიაში ზაფხულის მუსიკალური ტურნეს საგზურით დაჯილდოვდა.
თამარი ფესტივალზე ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელით წარდგა. მან სიმღერა „ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს“ (კონცერტმეისტერი დალი მერაბიშვილი) შეასრულა. ვულოცავთ თამარს და მის მასწავლებელ გიორგი ჩოგოვაძეს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
თამარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მეათე კლასის მოსწავლეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა