

ხარაგაულის გიმნაზიის მე-7 კლასელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლალი ებანოიძესთან ერთად 14 აპრილს ჩაატარეს ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოკლემეტრაჟიან ფილმში ნოდარ დუმბაძის შესახებ ვიხილეთ დაუვიწყარი კადრები მისი რომანების კინოვერსიებიდან; მოვისმინეთ მწერლის შვილების, მეუღლისა და უახლოესი ადამიანების ინტერვიუები. მოსწავლეები საინტერესოდ მოგვითხრობდნენ ნოდარ დუმბაძის ცხოვრების, მოღვაწეობისა თუ შემოქმედების შესახებ. გააცოცხლეს სცენები უკვდავი რომანიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, წაიკითხეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები.
-მეშვიდეკლასელები სწორედ ახლა სწავლობენ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას, – ამბობს ლალი ებანოიძე, – სწორედ მათ მიბიძგეს ამ ღონისძიების ჩასატარებლად. ინსცენირებაც და შესრულებაც კარგი გამოვიდა. მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით უნდა დაინტერესდნენ და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს გაეცნონ.“
სკოლის დირექტორმა თეა სხირტლაძემ მადლობა გადაუხადა ლალი ებანოიძეს და მოსწავლეებს საინტერესო საღამოსთვის.
თამარ ჩხიკვაძე
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა