

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 19 აპრილს 13:00 სთ-ზე გაიმართება შეხვედრა ტიხრული მინანქრის თანამედროვე ოსტატთან, ხარაგაულელ ერმილე მაღრაძესთან.
მუზეუმში შედგება დოკუმენტური ფილმის „ოქროდ ქცეული სიბრძნე – თრიალეთის თასი“ ჩვენება. ფილმი მოგვითხრობს თრიალეთის ოქროს თასის ექსპერიმენტული კვლევისა და უძველესი ტექნოლოგიების რეკონსტრუქციის შესახებ, რომელთა საფუძველზე ერმილე მაღრაძემ დაამზადა ბრინჯაოს ხანის ამ უნიკალური ნიმუშის ზუსტი ასლი.
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ასევე მოეწყობა ერმილე მაღრაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენა.
ფოტოზე: ერმილე მაღრაძე ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, 2015 წ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა