

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სტუდენტი ანრი ლომიძე ფლორენციაშია და თავს კარგად გრძნობს.
ეს კარგი ამბავი ანრი ლომიძის ნათესავმა ლაშა გოგოლაძემ , რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება, დაგვიდასტურა.
„ანრის დეიდებს ვესაუბრე, რომლებიც ამერიკიდან იტალიასა და ავსტრიაში ჩამოვიდნენ, – ამბობს ლაშა გოგოლაძე, – ანრის დედა იტალიაში ჰყავს. ყველამ ძალიან ვინერვიულეთ“.
„მადლობა ანრი! ძალიან კი გვანერვიულე, მაგრამ ამდენი გულმხურვალე ლოცვის შემდეგ ყველა დიდ სიხარულს გვაზიარე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა, – წერს ლაშა სოციალურ ქსელში, – ნაცნობიც და უცნობიც ერთმანეთს ულოცავენ, რომ ანრი კარგადაა!
Facebooc-ში მილოცვების გიფები გაკეთდა უკვე. მიზანდასახული და პრინციპული კაცი. აბა შენ იცი, წარმატებები!“
ანზორ (ანრი) ლომიძემ 2013 წელს დაამთავრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა