

ხარაგაულის კინოთეატრში დღეს, 1 მარტს, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ტერიტორიულ ერთეულებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
ერთმანეთს მოლითის, საღანძილის, კიცხისა და ზვარის გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალში კიცხისა და მოლითის გუნდებს გადავიდნენ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეჯიბრებაში რვა ტერიტორიული ერთეულის გუნდი ჩაერთო. მეორე ნახევარფინალი ორშაბათს, 4 მარტს, გაიმართება და მასში მონაწილეობას დაბა ხარაგაულის, ბაზალეთის, ვახანისა და წიფის ტერიტორიული ერთეულის გუნდები მიიღებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მსგავს აქტივობებში სოფლად მცხოვრები ხარაგაულელები ჩაერთონ.
როდის გაიმართება ინტელექტუალური თამაშის ფინალი, ჯერჯერობით, უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა