

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისა და საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს ორგანიზებით, 6 მარტს ხარაგაულში მოქმედ საბავშვო ბაღებში განხორციელდება პროექტი „მამაკაცები აღმზრდელებად.“
„დილიდან ხარაგაულის ჩვიდმეტივე საბავშვო ბაღის ყველა ჯგუფში ბავშვებს მამაკაცი აღმზრდელები დახვდებიან, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – წინასწარ შერჩეული სხვადასხვა პროფესიის, საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებები კონსულტაციებს გაივლიან, თუ რას და როგორ გააკეთებენ აღსაზრდელებთან.
ამ პროექტის მიზანია, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ საბავშვო ბაღის მასწავლებლობა მარტო ქალის პროფესია არ არის. ბავშვის აღზრდაში ქალი და მამაკაცი თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ.“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა