

ჯეოლაბმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თბილისსა და საქართველოს ოთხი რეგიონის ინოვაციების ცენტრებსა და ტექნოპარკებში Front End Development-ის კურსი ჩაატარა.
11 კვირის განმავლობაში, სამ ეტაპად დაყოფილი კურსის შემდეგ, სტუდენტებმა შეისწავლეს ვებგვერდის შექმნა და მასში ცვლილებების შეტანა, საიტის სტრუქტურის შემუშავება, დიზაინის აწყობა.
Front End Development-ის კურსში ათი ხარაგაულელი ახალგაზრდა ჩაერთო. სტუდენტებს სწავლების პროცესში ეძლეოდათ დავალებები, რომლებსაც ეტაპობრივად ასრულებდნენ.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე გიგა ხიჯაკაძემ საკუთარი ვებსაიტი შექმნა. გიგა ხიჯაკაძე 17 თებერვალს თბილისის ტექნოპარკში Front End Development-ის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიიწვიეს.
„ჩემს მიერ შექმნილ ვებსაიტს რაიმე კონკრეტული მიმართულება არ გააჩნია, – ამბობს გიგა ხიჯაკაძე, – აწყობილია დიზაინი, რომელიც შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით გამოვიყენოთ. პროექტის მიზანია, საქართველოში დაახლოებით 15 ათასი პროფესიონალი პროგრამისტი გადამზადდეს და დასაქმდეს“.
ტექნოპარკში საკუთარი ნამუშევარი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 40-მა მონაწილემ წარადგინა, მათ შორის საუკეთესოებს, ღონისძიებაზე მიწვეულმა ინვესტორებმა, სხვადასხვა კომპანიებში სტაჟირება შესთავაზეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა