

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში შაშში მუნიციპალური პირველობა გაიმართა.
შეჯიბრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მოსწავლეები ჩაერთვნენ. ტურნირში 66 ვაჟი და 30 გოგონა მონაწილეობდა.
გოგონებს შორის პირველი ადგილი მარიამ მაქაძემ (ხარაგაულის #3 სკოლა) დაიკავა; მეორე ადგილზე ელლა რამიშვილი (ღორეშის სკოლა) გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე – ქეთი გელაშვილი (ნადაბურის სკოლა).
ვაჟებს შორის პირველობა არავის დაუთმო ოლეგ გოლუბიანმა, (ღორეშის სკოლა) გავიდა; მეორე ადგილი წილად ხვდა გიორგი მეგრელიშვილს, (მარელისის სკოლა), მესამე ადგილი – ვალერი კაპანაძეს (საღანძილის სკოლა).
გამარჯვებულები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის, ინფორმაციით, 20 თებერვალს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრი გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა