

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება გაორმაგდა. ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა.
მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სოფლის კრებებზე პროგრამის გაზრდის საჭიროება გამოიკვეთა. ამიტომ 20 მილიონი ლარის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტებზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამისად გაორმაგდა თანხა თითოეული სოფლისთვის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის 430 000 ლარი უკვე მიიღო. მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, უახლოეს ხანში ამდენივე ოდენობის თანხას ელოდებიან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები პირველი თებერვლიდან დაიწყო. ამ დროისთვის კრება 19 სოფელში ჩატარდა. აქედან 9 სოფელში, სხვა საკითხებთან ერთად, მოსახლეობამ წყლის სისტემების მოწესრიგება მოითხოვა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 28 თებერვალს დასრულდება. მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებს საკრებულო დაამტკიცებს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: მოსახლეობის კრება ღარიხევში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა