

16 წელი ერთგულ მკითხველთან ერთად…
16 წელი მტკიცედ დასახული მიზნისკენ…
16 წელი დაბრკოლებებისა და პრობლემების დაძლევისათვის ბრძოლაში…
16 წელი ჭეშმარიტების ძიებასა და სიმართლის დადგენისათვის სწრაფვაში…
მიუკერძოებლობისთვის ბრძოლა, პროფესიონალიზმის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნვა, მკითხველთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება, – იყო, არის და მომავალშიც იქნება „ჩემი ხარაგაულის“ ძირითადი ორიენტირი.
ბეჭდური გამოცემიდან მულტიმედია ორგანიზაციად გარდაიქმნა ახლახან „ჩემი ხარაგაული.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მკითხველებს არა მხოლოდ გაზეთის, არამედ ვებგვერდის chemikharagauli.com მეშვეობითაც ვაწვდით.
ინტერნეტმა გააფართოვა „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველთა აუდიტორია და მომხმარებლისთვის მულტიმედიური პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობა მოგვცა.
გასული წლის მოვლენებიდან „ჩემი ხარაგაულისთვის“ უმნიშვნელოვანია, რომ რედაქციამ საკუთარ ჭერქვეშ დაიდო ბინა. ეს თავდაუზოგავი შრომითა და დამოუკიდებელი მედიის განვითარებაზე მხარდამჭერი ორგანიზაციის თანადგომით შევძელით.
მადლობა მკითხველებს ნდობისა და ერთგულებისთვის;
უამრავ ადამიანს – უანგაროდ თანადგომისთვის;
ხელისუფლების წარმომადგენლებს – თანამშრომლობისთვის.
„ჩემი ხარაგაული“ მკითხველისთვის და მკითხველის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.
ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ერთმანეთს!
ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
უზენაეს სასამართლოში
აირექსის G-media პროგრამის ხელმძღვანელი ჯო რაფელბერგი „ჩემი ხარაგაულის“ გავრცელების პროცესში ჩაერთო
აირექსის მულტიმედია ცენტრში
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე
ტრენინგი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში
ტრენინგი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი ლაურა გოგოლაძე სტაჟირებაზე ამერიკაში
აირექსის G-media პროგრამის ხელმძღვანელები მეთიუ შელი და ლიკა ჩახუნაშვილი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა