

პროექტის კოორდინატორისა და ა/ო „წიფლარის“ დამფუძნებელის, მანანა ტაბაშიძის ინფორმაციით, ამჟამად ზრდასრულთა განათლების ცენტრის ასამოქმედებლად იურიდიული საკითხები გვარდება.
„ცენტრისათვის გამოყოფილი ოთახები სრულად გარემონტებულია, – ამბობს მანანა ტაბაშიძე, – შემოტანილია ავეჯი. უახლოეს მომავალში შემოვიტანთ სასწავლო ინვენტარს. ცენტრის გახსნას აფერხებს ისიც, რომ შენობაში მოსაწესრიგებელია სველი წერტილი.
როდის ამოქმედდება ზრდასრულთა განათლების ცენტრი, ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერ გეტყვით. როცა ყველა საკითხი მოგვარდება საზოგადოებას ვაცნობებთ.“
ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრს ა/ო „წიფლარი“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისის საგრანტო დაფინანსებით ქმნის. ცენტრისათვის ოთახები პოლიციის ყოფილი შენობის პირველ სართულზე გამოიყო.
თამთა გოგოლაძე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა