

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 31 დეკემბერს მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ პირველი აქტი გამოსცა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე ქალბატონი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა.
სამივე მსჯავრდებულმა ქალბატონმა პენიტენციური დაწესებულება 31 დეკემბერს დატოვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გეგმავს შესაბამისი პროცედურების გავლით კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა