

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს.
დღეს, 25 დეკემბერს 15:00 საათზე ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „გრავეს“ კონცერტზე გვეპატიჟება.
26 დეკემბერს 15:00 საათზე საახალწლო კონცერტს კინოთეატრში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი გამართავს.
27 დეკემბერს 15:00 საათზე კინოთეატრში ხარაგაულის #2, #3 და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეთა მონაწილეობით საახალწლო კარნავალი ჩატარდება.
29 დეკემბერს დევების ქანდაკებებთან, მდინარე ჩხერიმელას ნაპირზე, დევების ბაშო გაიმართება.
30 დეკემბერს 13:00 საათზე ხარაგაულში „მოდუსის“ ზღაპრის გმირები გვესტუმრებიან. ღონისძიება ადმინისტრაციული შენობის წინ ჩატარდება. ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან „მოდუსს“ 600 ლარს გადაუხდიან.
31 დეკემბერს 15:00 საათზე, კინოთეატრში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის კონცერტი გაიმართება;
19:00 საათზე იგეგმება საახალწლო ღონისძიება ღია ცის ქვეშ. კონცერტს ხარაგაულში ანსამბლი „ოჩოს ქოხი“ 4 950 ლარად ჩაატარებს.
14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, ხარაგაულის კინოთეატრში შედგება საბავშვო სპექტაკლის „ინდაური ინდიკოს თავგადასავალი“ პრემიერა.
ფოტოებზე: საახალწლო ზეიმი ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა