

ინტელექტუალური კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალი დღეს, 24 დეკემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში ხარაგაულის გიმნაზიის გუნდმა გაიმარჯვა. შეჯიბრებაში ზონალურ ტურებში გამარჯვებული სკოლების (ხარაგაულის გიმნაზიის, ვერტყვიჭალის, ბორის, მოლითის) გუნდებთან ერთად საუკეთესო შედეგის მქონე მეორე ადგილის მფლობელი მარელისის სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
ფინალური თამაში ხუთი ეტაპისაგან შედგებოდა. მონაწილეების შედეგებს სპეციალური ჟიური აფასებდა შემდეგი შემადგენლობით – მამუკა ჭიპაშვილი, ნინო დიდიძე, იზა ვეფხვაძე, მარინა ვეფხვაძე.
კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
გამარჯვებული გუნდები ორგანიზატორებისგან საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ფინალური თამაშის ყველა მონაწილე ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ინიციატივით ზვარეს საზაფხულო ბანაკში ერთი კვირით დაისვენებს.
კონკურსი სიმღერით გაალამაზეს ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლეებმა თამარ ლურსმანაშვილმა და მარიამ მანჯავიძემ.



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში