

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედურ-ფინალური კონკურსი გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობდა მეორე პერიოდის (2018 წლის სექტემბერი-დეკემბერი) 21 გამარჯვებული მოსწავლე იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ამ პერიოდში ჩატარდა ჩემპიონატის ორივე ეტაპი.
ხარაგაულის „2018 წლის ეტალონმა მოსწავლემ“, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეათე კლასელმა საბა ებანოიძემ შუალედურ-ფინალური კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა.
ვულოცავთ საბა ებანოიძეს მორიგ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.
შუალედურ ფინალში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს გადაეცა დიპლომები და ჯილდოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით – კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერები: პირველ ადგილზე გასულს – 1 000-ლარიანი ვაუჩერი, მერე ადგილზე გასულს – 800-ლარიანი ვაუჩერი, მესამე ადგილზე გასულს – 500-ლარიანი ვაუჩერი.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა