

ხარაგაულის კინოთეატრში დღეს, 22 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი შეხვედრა გაიმართა.
„ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს გმირულად დადგნენ მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ და გაიმარჯვეს, დღეს ვიკრიბებით, რომ მხარი დავუჭიროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და არ დავუშვათ ხელისუფლებაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება,“ – აღნიშნა შეხვედრის ორგანიზატორმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ორიათასთორმეტიანელები – ღირსეული საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა კარლო კოპალიანმა, კობა ლურსმანაშვილმა, კობა კობალაძემ, ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატმა ჯამბულ გამცემლიძემ, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა გია ყრუაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისა და სწორი არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა