

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის, ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება განხორციელდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) სწავლებისთვის ტრენინგები 20-22 ნოემბერს ჩატარდება.
ხელმძღვანელი პირების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდება ხმის დათვლის პროცესზე, კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ოქმის შევსების ინსტრუქციაზე, საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესზე, კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეაგირების მექანიზმებზე, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის წარმოებაზე. ტრენინგები ჩატარდება პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიით.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3.00 საათი.
მეორე ეტაპი – საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების სწავლებისთვის (თითო კომისიის 9 წევრი) ტრენინგები 23-25 ნოემბერს ჩატარდება.
ყურადღება გამახვილდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილებასა და ამ ფუნქციების შესრულებაზე, რეგისტრატორების მიერ მონაცემთა სისწორის შემოწმების საკითხებზე, ხმის დათვლის პროცესზე, საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესზე.
ტრენინგების I ეტაპის გრაფიკები იხილეთ ბმულზე.
ტრენინგების II ეტაპის გრაფიკები იხილეთ ბმულზე.
გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა