

2019-2021 წლებში სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს ხელფასები გაეზრდებათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან შეხვედრაზე 6 ნოემბერს განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ „გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია“.
ირინა აბულაძის განცხადებით, ბევრი სიახლე ინერგება განათლების ხარისხის ასამაღლებლად; იმისათვის, რომ სკოლა უფრო საინტერესო და თანამედროვე გახდეს, მოზარდებს კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება განუვითარდეთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა