

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია Black Sea Group აწარმოებს.
ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა ჩუმათელეთის გზის, ძირულა–მოლითის მონაკვეთის (კმ 0+000–კმ 24+620) რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფუძვლის ფენების მოწყობა საყრდენი კედლისთვის კმ1+475 დან კმ1+500მდე და ექსკავაცია საყრდენი კედლისთვის კმ2+710 დან კმ2+800მდე.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოპოვებული ინფორმაციით, გზა იქნება 9 მეტრი სიგანის, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ხიდს, აშენდება 4 ახალი ხიდი.
ამ გზის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) 80 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები 2018-2021 წლებში განხორციელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა