

ხარაგაულის კინოთეატრში 6 ნოემბერს მედიაპროექტ „ეტალონის“ რაიონული ტური ჩატარდება. მასში 73 ხარაგაულელი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. რაიონულ ტურს „ეტალონის“ ავტორი და ხელმძღვანელი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
რაიონულ ტურში გამარჯვებული ერთი მოსწავლე „ეტალონის“ ფინალურ ტურში ჩაერთვება.
„ეტალონის“ სასკოლო ტური 19 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა სკოლაში გაიმართა, სადაც ტესტირების შედეგად რაიონულ ტურში მონაწილე მოსწავლეები გამოვლინდნენ. საგანმანათლებლო მედიაპროექტი „ეტალონი“ უკვე მეოთხე წელია სასკოლო და რაიონულ ტურებს მუნიციპალიტეტებში მართავს.
2017 წლის ხარაგაულის „ეტალონი“ მოსწავლე ლიზა ბარბაქაძე გახდა.
ფოტოზე: „ეტალონის“ 2017 წლის რაიონული ტური ხარაგაულში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა