

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში, ამ წუთებში, ძიუდოში მუნიციპალიტეტის პირველობა ტარდება. ტურნირში მონაწილეობენ ხარაგაულის, ხევის, ბორითის, ღორეშისა და ვახანის ძიუდოს წრის ნორჩი მოჭიდავეები. შეჯიბრი ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება და სულ 72 ძიუდოისტი მონაწილეობს.
შეჯიბრი ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით მიმდინარეობს. ტურნირს უძღვებიან სპორტისა და ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები დავით გელაშვილი და ვეფხვია ღონღაძე. საპრიზო ადგილის მფლობელები სიგელებით დაჯილდოვდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა