

ამ წუთებში ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსწავლეთა თვითმმართველობა მე-7 – მე-12 კლასებიდან არჩეული 3-3 მოსწავლით კომპლექტდება.
თვითმმართველობის არჩევნები ყველა საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს. საშუალო საფეხურის სკოლებში 18 წევრიან, ხოლო საბაზო საფეხურის სკოლებში ექვსწევრიან თვითმმართველობებს ირჩევენ.
არჩევნებიდან შვიდი დღის ვადაში თვითმმართველობაში არჩეული მოსწავლეები ერთ-ერთ მოსწავლეს სკოლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობისთვის აირჩევენ.
საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრებს უფლება აქვთ, წინადადებები წარუდგინონ სკოლის დირექციას და აქტიურად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში.
ფოტოზე: მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ხარაგაულის #2 სკოლაში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა