

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 124-ე თეატრალურ სეზონს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობით იწყებს.
28 სექტემბერს, 20:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში ჭიათურის თეატრი წარმოადგენს რეი კუნის ორმოქმედებიან კომედიას „მოუხელთებელი.“
პიესა გადმოაქართულა თამაზ გოდერძიშვილმა. დადგმის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ცერცვაძე, მხატვარი – ბარბარა ასლამაზაშვილი, ტექნიკური რეჟისორი – მარინა პაპუშვილი.
სპექტაკლში 12მონაწილეობენ: თამარ ჯაჯანაშვილი, ხატია ბრაჭული, გია კენჭოშვილი, ამირან ნასყიდაშვილი, ანზორ ცაბაძე, გიორგი ჩაჩანიძე, თემურ ფირცხალაიშვილი, არჩილ ხვედელიძე.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა