

ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან, მოვიპოვეთ.
ხარაგაულში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა კონტინგენტი, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა.
მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, გასულ სასწავლო წელს საბავშვო ბაღებიდან სკოლებში 170 კურსდამთავრებული გაუშვეს, ამჟამად კი 200 აღსაზრდელს ელოდებიან. სულ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებების 17 საბავშვო ბაღში სწავლას 600 აღსაზრდელი შეუდგება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ახალ სასწავლო წელს სიახლით იწყებს – სარგვეშში, საჯარო სკოლის ბაზაზე, 18 აღსაზრდელისთვის სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა