

30 აგვისტოს ხარაგაულში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი გვესტუმრება.
ელჩის ვიზიტთან დაკავშირებით 10:30 საათზე ისტორიულ მუზეუმში პირველად საქართველოში გაიხსნება გამოფენა „ქართული დიასპორა ამერიკულ პრესაში.“ ეს უნიკალური მასალები რამაზ ბლუაშვილმა ამერიკაში მოიპოვა და შეაგროვა;
14:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში რამაზ ბლუაშვილის ფილმის „სიმღერა“ პრემიერა შედგება. ფილმი „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვების ისტორიასა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ეძღვნება.
დღის ბოლოს ელიზაბეთ რუდი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გიორგი (ჟორა) ბლუაშვილს შეხვდება, 31 აგვისტოს კი კურორტ ნუნისსა და ბერების კლდეს დაათვალიერებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა