

ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის ტრადიციული ტურნირი „ინიციატორთა თასი – 2018“ დასრულდა.
წელს შეჯიბრში 4-5 მონაწილით დაკომპლექტებული 12 გუნდი ჩაერთო. ფინალში ერთმანეთს „ღომეეთი“ (კაპიტანი დიმიტრი ჩიკვაიძე) და „end 1“ (კაპიტანი ბექა ბანცაძე) დაუპირისპირდნენ. „ინიციატორთა თასის“ მფლობელი „ღომეეთი“ (დიმიტრი ჩიკვაიძე, დათო ჩიკვაიძე, მიხეილ ღონღაძე, გიორგი შარიქაძე) გახდა.
კალათბურთის ჩემპიონატს ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის წარმომადგენლები მირიან შარიქაძე, გიორგი ჭყოიძე, ბექა ჭყოიძე, ლაშა გელაშვილი, უკვე მე-7 წელია, ყოველ ზაფხულს ატარებენ.
ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მირიან შარიქაძე ამბობს, რომ წლიდან წლამდე ტურნირისადმი ინტერესი თანდათან იზრდება.
„ინიციატორთა თასის“ გათამაშება წელს პირველად 16 წლამდე ასაკის კალათბურთელებშიც გაიმართა. ტურნირში მოყვარული, ნორჩი კალათბურთელების 8 გუნდი ჩაერთო და დამაჯერებელი გამარჯვება გუნდმა „სულიკოს ანგელოზები“ დაიკავა.
მირიან შარიქაძე ამბობს, რომ მომავალ წელს ტურნირში, შესაძლოა, პროფესიონალი კალათბურთელები ჩაერთონ და შეჯიბრი უფრო მასშტაბური გახდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა