

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მუნიციპალიტეტის სოფლებში კონცერტებს მართავს.
საკონცერტო ტურნე 24 ივლისს ხიდარში დაიწყო და მომავალ კვირას ღორეშაში თოჯინების თეატრის სპექტაკლით „აბა, თაგუნებო“ დასრულდება.
კონცერტები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში იმართება და მასში კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობენ. თოჯინების თეატრის სპექტაკლი კი საღანძილეში, ლაშესა და მარელისში გაიმართა.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, კონცერტებს 1500-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მოსახლეობა კმაყოფილია და ხშირად კონცერტის მსვლელობაში ერთვებიან.
გთავაზობთ ამ კვირაში ჩასატარებელი კონცერტების გრაფიკს:
21 აგვისტო 17-00 საათი – ფარცხნალი;
22 აგვისტო 17-00 საათი – ვერტყვიჭალა;
22 აგვისტო 19-00 საათი – ბორითი;
23 აგვისტო 17-00 საათი – ხევი;
23 აგვისტო 19-00 საათი – ნადაბური.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა