

რიკოთის საუღელტეხილო გზის – უბისა-შორაპანის მონაკვეთი – მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა.
სატენდერო წინადადება 8 კომპანიამ წარადგინა. შემოთავაზებული წინადადებების განხილვის შემდეგ, დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით, გამარჯვებული გამოვლინდება.
უბისა-შორაპანის მონაკვეთზე დაგეგმილია ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი, სირთულისა და სამუშაოების მასშტაბით, საქართველოში უპრეცენდენტოა.
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა