

ამ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე ავრცელებს.
გადაწყდა, ჩვენი ლატვიელი მეგობრები ხარაგაულში 15 აგვისტოს იქნებიან. ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის თეატრალური დასი მაყურებლის წინაშე წარდგება ბრენდონ თომასის კომედიით ,,ჩარლის დეიდა.“
ლიმბაჟისა და ხარაგაულის თეატრალურ დასებს 28 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ. პირველად ხარაგაულის სახალხო თეატრი ლიმბაჟში საერთაშორისო ფესტივალზე 1990 წელს მიიწვიეს.
თეატრალური ფესტივალი ლიმბაჟში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ხარაგაულის სახალხო თეატრი ფესტვალში 2015 და 2017 წლებშიც ჩაერთო. ლიმბაჟის თეატრალური დასი წელს პირველად ეწვევა ხარაგაულს.

ფოტოებზე: ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის თეატრალური დასი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა