

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
19 ივნისს გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3528 აბონენტს დაბა ხარაგაულში და სოფლებში სარგვეში, ღორეშა, ხორითი, საბე, ჯაფარეული, ბაზალეთი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-დან 17:00 საათამდე – 83 აბონენტს ბორითი, ამაშუკეთი.
10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება 806 აბონენტს ჭიათურაში ლაგირის დასახლებაში, მღვიმევის ქუჩაზე, ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილზე, სოფლებში ითხვისი, ბჟინევი.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა