

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) დღეს, 15 ივნისს, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ტურნირი გაიმართა ჭიდაობა ძიუდოში.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ხარაგაულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ნორჩი ძიუდოისტები – 2005, 2006, 2007 და 2008 წლებში დაბადებული სპორტსმენები.
ტურნირის დასკვნითი ეტაპი ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ამ წუთებშიც გრძელდება. პარალელურად ჯილდოვდებიან წონითი კატეგორიების მიხედვით გამარჯვებულები.
ფოტოებზე: ტურნირი ძიუდოში ხარაგაულის სპორტულ დარბაზში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა