

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში პროექტი: „პატარა არქეოლოგები“, „მოხალისე რესტავრატორები“, „მოხატული კერამიკა“ და „მოხალისე გიდები“ განხორციელდა.
პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას, რომლის მიზანია მოსწავლეები თავად ჩაერთონ სამუზეუმო ცხოვრებაში, თანატოლებს ჩაუტარონ ექსკურსია, გააცნონ მუნიციპალიტეტის ისტორია, წარსული და კულტულური მემკვიდრეობა. ბავშვები საკუთარი ხელით მუშაობისას ეზიარებიან ამა თუ იმ დარგის პროფესიულ საიდუმლოებებს.
პროექტის ფარგლებში ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს ხიდრისა და ღორეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ მასპიძლობა „მოხალისე გიდებმა“ (ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა) გაუწიეს და თავიანთ თანატოლებს მუზეუმის შექმნისა და დაცული ექსპონატების შესახებ ესაუბრნენ. შემდეგ გადაინაცვლეს მუზეუმის ეზოში, სადაც მათთვის მიწაში ჩაფლული იყო საძიებელი ექსპონატები. მოსწავლეები პატარა ნიჩბებით ამ ნივთებს ეძებდნენ, აღმოჩენილ ნივთებს ასუფთავებდნენ, აღწერდნენ და შეძლებისდაგვარად რესტავრაციას უკეთებდნენ.
მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში მოწყობილი იყო სამუშაო მაგიდა, სადაც კერამიკა უნდა მოეხატათ.
დღის ბოლოს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა ნინო დიდიძემ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადასცა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა