

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლია გიგაურის ბრძანებით, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად 30 მაისიდან მარინე ვეფხვაძე დაინიშნა.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მარინე ვეფხვაძე თანამდებობაზე ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადითაა დანიშნული.
მარინე ვეფხვაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2014-2018 წლებში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა.
ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა ვაკანტური გასული წლის ნოემბერში მას შემდეგ გახდა, რაც რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა