
„ორნი“ – ასე ეწოდება დრამატურგ მაკა კუკულავას პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, რომელსაც ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი წარმოგვიდგეს.
სპექტაკლის რეჟისორმა და სცენოგრაფიის ავტორმა ირინე ჩხეიძემ ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს ძალიან აქტუალური თემა – ოჯახური კონფლიქტი შეარჩია. სპექტაკლი ცოლ-ქმრის 30 წლიანი თანაცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
„ოფიციალური გაყრის წინა ღამეს ცოლ-ქმარი აღმოაჩენს, რომ მათ თითქმის არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – 30 წლის მანძილზე მათ გულახდილი საუბრისთვის, ფაქტობრივად, ვერ მოიცალეს. აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა. ამ სპექტაკლს მე კარდიოგრამას ვადარებ.
თუ რას გადაწყვეტს ცოლ-ქმარი ერთ წვიმიან ღამეში მძიმე საუბრების შემდეგ, ამას მაყურებელი 29 მაისს გაიგებს. დასაფიქრებელი სპექტაკლია და ჩემი აზრით, არაერთი ოჯახის ცხოვრებაში ხდება მსგავსი რამ. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლით „ორნი“ 2 ივნისს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე უნდა წარვსდგეთ.“
სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ ირინე ჩხეიძე და ვასილ კიკნაძე, ეპიზოდურ როლებში არიან ლია ჭიპაშვილი და გიორგი ჭიპაშვილი. სპექტაკლის მხატვარია გაიოზ შუბითიძე, მუსიკალური გამფორმებელი – ტექნომუსიკოსი ანა ჩხეიძე.
ხარაგაულის სახალხო თეატრი გელოდებათ 29 მაისს ხარაგაულის კინოთეატრში 18:00 საათზე.
ბილეთის ღირებულებაა სამი ლარი.
ორ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის ტროტუარზე,
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის,
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა