

ხარაგაულში კიდევ ერთი ბიზნეს იდეა დაფინანსდა. პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მცირე მეწარმე „მარიკა ხარატიშვილმა“ 5 ათასი ლარი ხარაგაულში ფოტო-ვიდეო სალონის გასახსნელად მიიღო. სალონი დღეს, 8 მაისს, ოფიციალურად ამოქმედდა.
„ხარაგაულელები ფოტო-ვიდეო მომსახურებისთვის სხვა მუნიციპალიტეტებში მიდიოდნენ, – ამბობს მარიკა ხარატიშვილი, – ჩვენი იდეა მოიწონეს და 5 ათასი ლარით დაგვაფინანსეს. თანადაფინანსება 1 000 ლარია. გრანტით შევიძინეთ კომპიუტერი, ფოტო-ვიდეო კამერა, ფერადი პრინტერი და ქსეროქსის აპარატი.“
ფოტო-ვიდეო სალონი გთავაზობთ – ფოტოების გადაღებას, დაბეჭდვას, ჩარჩოებში ჩასმას, ვიდეო გადაღებას და მონტაჟს, ასევე შესაძლებელია ციფრულ ფორმატში გადაღებული ძველი ვიდეოების მონტაჟი.
ფოტო-ვიდეო სალონი მდებარეობს ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. #25-ში.
„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ხარაგაულში 2014 წლიდან დღემდე ორმოცზე მეტი ბიზნეს იდეა დაფინანსდა. აპრილის მონაცემებით კი, საქართველოში სულ 355 პროექტია მხარდაჭერილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა