

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში „სპორტისა და შიდა ტურიზმის“ ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით დღეს, 8 მაისს, ჭადრაკში რაიონული ტურნირი ჩატარდა.
სპორტულ შეჯიბრებაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 24 მოსწავლე მონაწილეობდა.
გოგონებს შორის პირველ ადგილზე გავიდა მედეა ინასარიძე (ვახანი), მეორე ადგილზე – გვანცა გოგოლაძე (ვაშლევი), მესამე ადგილზე – ნინო მაღრაძე (ვახანი);
ვაჟებს შორის პირველობა წილად ხვდა ვაჟა მაღრაძეს (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა), მეორე ადგილზე გავიდა ნიკა კიკნაძე (საღანძილე), მესამე ადგილზე – მურმან ბიწაძე (ღორეშა).
გამარჯვებულები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა