

ხარაგაულში მშენებარე მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძრისთვის მაცხოვრის შობის ხატი დაიწერა. ხატმწერმა დავით აფაქიძემ ხატი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ხარაგაულის მოძღვრის, არქიმანდრიტ ანტონის (სულთანიშვილი) და მრევლის შემოწირულობით დაწერა.
ხატი დღეს, 6 მაისს, ხარაგაულში მოაბრძანეს.
„ჩვენს თვალწინ იქმნება ხარაგაულის საკათედრო ტაძრის ისტორია, – აღნიშნა საკვირაო წირვის შემდეგ ხარაგაულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა, – ეს ხატი ერთობის მაგალითია, ხარაგაულის მრევლის გამაერთიანებელი და მფარველი. მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ხატის შექმნაში. ასე გავაგრძელოთ და ავავსოთ ტაძარი – ვისაც როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ სიყვარული ჩვენი ტაძრების მიმართ.“
საკათედრო ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე ხატი ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოში განთავსდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა