

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოში ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე“ მიმდინარეობს. ტურნირი სპორტის ოთხ სახეობაში – მინიფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკსა და 60 მეტრ დისტანციაზე სირბილში გაიმართება.
ხარაგაულში ტურნირი განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით ტარდება.
მინიფეხბურთში, რომელიც ხარაგაულის სპორტულ დარბაზში გაიმართა, ხუთი სკოლის (კიცხი, ბორი, ვარძია, ხიდარი, ბორითი) გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს კიცხისა და ვარძიის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება კიცხის გუნდმა მოიპოვა.
სპორტის დანარჩენ სახეობებში შეჯიბრებები მომავალ კვირაში გაიმართება.
ფოტოებზე: მინიფეხბურთის ტურნირი ხარაგაულში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა