

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორებმა პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით „21-ე საუკუნის ტურიზმი დაცულ ტერიტორიებზე და ვიზიტორთა მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები“ მიიღეს მონაწილეობა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან თაბუნიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „საქართველოს ეროვნული პარკები, ახალი ბრენდი და ბრენდ პლატფორმა“.
კონფერენცია კრაკოვში აშშ-ის გენერალური კონსულის ორგანიზებით გაიმართა და მის მთავარ მიზანს გამოცდილების გაზიარება და არსებული გამოწვევების მიმართ გაერთიანება წარმოადგენდა.
კონფერენციას ესწრებოდნენ პოლონეთის ეროვნული პარკების, გარემოსდაცვის სამინისტროს, უკრაინის ეროვნული პარკების, აშშ-ის „შენედოვას“ და „სმოქი მაუნთინის“ ეროვნული პარკების წარმომადგენლები.
ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა და დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა