

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში, აცხადებს სოფლის განვითარების საპროექტო წინადადებების მიღებას.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში, დაბალგანვითარებულ რეგიონებში, სოფლად, მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას, მათ შორის ეკო-მიგრანტებს, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას (იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ მიმღებ თემებს) და ეთნიკურ უმცირესობებს.
კონკრეტულ მიზანს კი წარმოადგენს აღნიშნული სამიზნე ჯგუფებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების (დასაქმების და დასაქმების უნარიანობის), სოციალური ინტეგრაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
პროექტები განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის და იმერეთის რეგიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადგილმდებარეობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ სახელმძღვანელოში).
ინფორმაციის სრულად მისაღებად იხილეთ საგრანტო სახელმძღვანელო განმცხადებლებისთვის.
საპროექტო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 8 ივნისი 2018, 12:00 სთ (ბრიუსელის დრო).
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა