

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი 14 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით საინფორმაციო-სასწავლო პროექტს განახორციელებს.
პროექტში – „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ – მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ხვალ, 20 აპრილს, მთავრდება.
სასწავლო კურსი კენჭისყრის პროცედურების შესწავლას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობა. პროექტი საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში განხორციელდება.
სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. რეგისტრაციისათვის კონკურსანტმა უნდა შეავსოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე cesko.ge გამოქვეყნებული აპლიკაცია და წარადგინოს პროექტის განხორციელების ადგილის მიხედვით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში; აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ან/და საარჩევნო განვითარების სკოლის სერტიფიკატი. მონაწილეთა ჯგუფების შედგენისას გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობის პრინციპი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა