

14 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრში მუსიკალური კონკურსის „იმერეთის ხმა“ დასკვნითი ტური გაიმართა.
კონკურსში ხუთი ხარაგაულელი მომღერალი – ლეილა ხიჯაკაძე, თამარ ბერაძე, მარიამ მანჯავიძე, თამარ ლურსმანაშვილი და გიგი ცხადაძე – მონაწილეობს.
ორშაბათს, 16 აპრილს, გალა კონცერტზე საპრიზო ადგილების მფლობელები და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დასახელდებიან. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, ჟიურის წევრები მომღერალი თემურ თათარაშვილი, მუსიკათმცოდნე ლია ბახტაძე, ქუთაისის კოლორიტი მერაბ კვიცარიძე.
„იმერეთის ხმა“ მეოთხე წელია ტარდება, – ამბობს კონკურსის ორგანიზატორი სტუდია „ალილოს“ ხელმძღვანელი ნანა იამანიძე, – ჩვენი მხარდამჭერია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია. აღსანიშნავია, რომ კონკურსის დონე წლიდან წლამდე იზრდება. ფესტივალის მთავარი დანიშნულება ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა. ქართულ სიმღერას მხარდაჭერა დღეს ნამდვილად სჭირდება. სიმღერებს კონკურსანტები შეასრულებენ ცოცხალი მუსიკის, ბენდის – „სამი ზნე“ თანხლებით. დარწმუნებული ვართ, „იმერეთის ხმა“ წელსაც წარმატებით ჩატარდება. დასკვნით ეტაპზე, იმერეთის მასშტაბით, 50-მდე კონკურსანტი გადავიდა.
გთავაზობთ თამარ ლურსმანაშვილისა და მარიამ მანჯავიძის გამოსვლის სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს.
წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ კონკურსანტს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა