

ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლში – დევის ხვრელში არქეოლოგები მუშაობენ.
„თითქმის ასი წლის შემდეგ დევისხვრელში ისევ განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები… მაშინაც გიორგი ნიორაძე თხრიდა… ოღონდ უფროსი გიორგი ნიორაძე, ჩემი ბაბუა…“ – წერს სოციალურ ქსელში არქეოლოგი გიორგი ნიორაძე.
დევისხვრელი მდებარეობს ხარაგაულის შესასვლელში, მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირას, ხანდების კლდეში, ზღვის დონიდან 340 მ. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა (სიღრმე 40 მ, შესასვლელის სიმაღლე 5 მ, სიგანე 4 მ).
ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომი 1926 წელს პროფესორმა გიორგი ნიორაძემ აღმოაჩინა.
დევისხვრელის შესწავლამ დასაბამი მისცა საქართველოში ქვის ხანის ძეგლების სისტემატურ არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას.
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის