

10-11 მარტს თბილისში კუნგ-ფუ ფაიტინგში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრებაში საქართველოს, სომხეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის 189 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩემპიონატში გუნდური პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა, მეორე ადგილზე გავიდა სომხეთის, ხოლო მესამეზე – რუსეთის ნაკრები გუნდი.
სიხარულით გაცნობებთ, რომ ხარაგაულელმა კარატისმა გოგონამ, მელანო ჭიპაშვილმა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. მელანო ამბობს, რომ ეს მისი მწვრთნელის, ზვიად კურტანიძის დამსახურებაა.
საერთაშორისო ტურნირი ტურნირი საქართველოს კუნგ-ფუ-ს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ეს იყო წინამოსამზადებელი ტურნირი ევროპის ჩემპონატის წინ, რომელიც 12-16 აპრილს სომხეთში, ქ. ერევანში გაიმართება.
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის