

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით მასწავლებლებისათვის სამედიცინო აქცია გაიმართა.
შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი ხარაგაულის ექიმები და ლაბორანტები ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის, ხარაგაულის #2, #3, ლაშისა და საღანძილის საჯარო სკოლების პედაგოგებს ემსახურებოდნენ.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თინათინ ბოჭორიშვილის, ინფორმაციით, სამედიცინო აქციაში დაახლოებით 50-მდე მასწავლებელი ჩაერთო.
„სასიამოვნოა, როცა გრძნობ რომ შენზე ზრუნავენ. კარგი იქნება, თუ მსგავსი აქციები ხშირად გაიმართება არა მხოლოდ პედაგოგებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის,“ – ამბობს საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა ყრუაშვილი.
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის