

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალბატონებისათვის 8 მარტს ხარაგაულის კინოთეატრში სპექტაკლი გაიმართება. ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ (რეჟოსორი ირინე ჩხეიძე) წარსდგება.
სპექტაკლის დაწყებამდე ხარაგაულის კინოთეატრის ფოიეში ქალთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
5 მარტს დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას – კაფე-საღამოსა და მხიარულ კონკურსს გეგმავს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა 6 მარტს აქტიურ მკითხველ ქალბატონებს უმასპინძლებს.
შოთა ბუჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში 7 მარტს დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის