
ხარაგაულის სპორტულ დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 23 ოქტომბერს მინიფეხბურში შეჯიბრებით დაიწყო. სპორტის ამ სახეობაში მუნიციპალიტეტის 12 სკოლის გუნდი მონაწილეობდა. მინიფეხბურთში გამარჯვებული, ბორითის საჯარო სკოლის გუნდი, ქუთაისში რეგიონულ ტურში იასპარეზებს.
2017-2018 სასწავლო წლის სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულში სპორტის ხუთ სახეობაში ჩატარდება – მინიფეხბურთში, გეზრბენში, მაგიდის ჩოგბურთსა და მხიარულ სტარტებში. ოლიმპიადის ფინალური შეხვედრები 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, უკვე მესამე წელია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით ტარდება.
ტურბო მიკრონ G-ის ახსენებ თუ არა, საზოგადოებაში მაშინვე ჩნდება შეკითხვა
ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე, წყლის მილის დაზიანების
ორ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის ტროტუარზე,
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის,
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის